logo
ENG



რუსეთი ზაპოროჟიას ატომური სადგურის დაბომბვას აგრძელებს, IAEA "კატასტროფის რისკზე" საუბრობს

07 აგვ 202217:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/07/vgpf42r48shrw5q.png

გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA) "ბირთვული კატასტროფის რისკზე" საუბრობს, ვინაიდან რუსი ჯარისკაცები აგრძელებენ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას და სროლებს ზაპოროჟიაში

სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი აცხადებს, რომ რუსების ქმედებებმა ზაპოროჟიაში უკვე გამოიწვია ერთ-ერთი რეაქტორის გათიშვა და სწორედ ეს ქმნის "ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკს". 

შაბათს რუსების მიერ სადგურის მიმართულებით სროლის შედეგად ჭურვები მოხვდა სადგურის დახარჯული ბირთვული საწვავის მშრალ შესანახ ობიექტს, რომელიც 174 კონტეინერს მოიცავს. დაზიანდა ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განლაგებული რადიაციული მონიტორინგის 3 სენსორი

ასევე, დაიჭრა 1 ადამიანი.

რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ის შეშფოთებულია არსებული ცნობებით და ითხოვს, IAEA-ს ექსპერტთა ჯგუფი სასწრაფოდ მიეცეს ნება, შეაფასოს სადგურზე არსებული მდგომარეობა და დაიცვას ის. 

„ძალიან შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გუშინ მიტანილი იერიშით. ეს იწვევს კატასტროფის რეალურ რისკს, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და გარემოს როგორ უკრაინაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

სამხედრო ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიას ბირთვული სადგურის უსაფრთხოებას, კატეგორიულად მიუღებელია და ყველანაირ ფასად თავიდან უნდა იქნას აცილებული". - აცხადებს გროსი. 

რუს სამხედროებს ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა. 

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ. 

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა. 

ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ. 

თუმცა, როგორც რაფაელ გროსი ამბობს, რომ შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი. 

"ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება". - აცხადებს გროსი. 


close დახურვა